ჩვენ შესახებ

იდეა

"კნოპ კნოპში" მიზნად დავისახეთ, შეგვექმნა ახალი გასართობი, რომელიც კონსტრუქტორის შემეცნებით პრინციპებსა და თქვენი შვილის საყვარელი რბილი სათამაშოს სიფაფუკეს ბუნებრივად გააერთიანებდა. თანამედროვე გასართობი კონსტრუქტორები პლასტმასის, ხის ან მეტალის მყარი, კუთხოვანი და უხეში ნაწილებით ხშირად ჩვენს წარმოსახვას ჩარჩოებში აქცევენ. "კნოპ კნოპის" უნიკალური სისტემით გვინდა, ბავშვებს გავუზიაროთ ის განუსაზღვრელი თავისუფლება, რომელსაც თექის უბრალო ნაჭერთან მუშაობის დროს განვიცდით და დავეხმაროთ შემოქმედებითი ხედვის განვითარებაში.

arr
Building
+
Building
=
Building

ერთადერთი კონსტრუქტორი, რომელსაც შეგიძლია ჩაეხუტო!

arr
  • ამახვილებს მოტორულ უნარებს
  • ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას
  • ავითარებს ინტერესს ტექნიკური დარგებისადმი - მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა;
  • განკუთვნილია 3+ ასაკის ბავშვებისთვის
  • ავსებს პოზიტიური ემოციებით!
Story Story mobile view

მასალები
& ფერები

კონსტრუქტორის დიზაინი ჩვენს ჩანაფიქრს სრულყოფილად რომ ასახავდეს, ყველაზე მაღალი ხარისხის მასალები და ფერთა ჰარმონიული პალიტრა ავარჩიეთ. "კნოპ კნოპის" რბილაკები ჰიპოალერგიული და ფუმფულა თექის მასალისგან არის დამზადებული, რომელსაც მარტივად გარეცხავთ. მოსახერხებელი ფუნქციისა და ინოვაციური დიზაინის გაერთიანება ჩვენი "თექნოლოგიის" მთავარი საიდუმლოა.

ზომები
& პროპორციები

არაერთი ექსპერიმენტისა და ბევრი ძიების შემდეგ, მივაგენით კონსტრუქტორის იდეალურ ნაწილებს, რომლებსაც თამაშისთვის ზედგამოჭრილი ზომა და ფორმა აქვთ. ამ ფერად, ფაფუკ ნაწილებს მოფერებით "რბილაკებს" ვეძახით. სხვადასხვა სიგრძისა და სიგანის რბილაკები სპეციალურად „კნოპ კნოპისთვის“ დამზადებული ტკაცუნა კნოპკებით არის აღჭურვილი, რაც თქვენს შვილებს ასობით რბილი და მოქნილი მოდელის აწყობის საშუალებას აძლევს ისე, რომ ვერასოდეს მოიწყენენ!

Story Story mobile view
Story

განუსაზღვრელი შესაძლებლობები

როცა იზრდები, ვითარდება შენი ინტერესები და გატაცებები. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა „კნოპ კნოპის" კონსტრუქტორები კარგად ასახავდეს და ხელს უწყობდეს ამ ინდივიდუალურ თავისუფლებას. ჩვენი ნაკრებები სამ ძირითად სერიად იყოფა - ცხოველები, გაჯეტები და ტრანსპორტი. თითოეული ნაკრები შეიცავს დეტალურ ინსტრუქციას თუ როგორ შექმნა მინიმუმ 3 სხვადასხვა კომბინაცია, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვუბიძგებთ ბავშვებს, გაცდნენ წინასწარ განსაზღვრულ კატეგორიებს და ითამაშონ ჩარჩოების გარეშე. მეტი ნაკრები მეტ შესაძლებლობას ნიშნავს.

საერთაშორისო აღიარება

SaloneSatellite

ჩვენი კონსტრუქტორის პირველი პროტოტიპი 2015 წელს მილანში დიზაინერთა ცნობილ საერთაშორისო გამოფენაზე SaloneSatellite Milano-ზე გავაცანით მსოფლიოს და კონკურსის პირველი ადგილიც დავიკავეთ. 2016 წელს SaloneSatellite Milano დიზაინის კვირეულზე „კნოპ კნოპი“ კიდევ ერთხელ მიიწვიეს პრეზენტაციის გასამართად, სადაც სტუმრებმა და პრესამ გამორჩეული სიახლე ძალიან კარგად მიიღეს და დეტალურად გააშუქეს.

Story Story
Story

პრესა

ჩვენი ასაწყობი კომპლექტი ერთ-ერთია იმ 500 ნამუშევარს შორის, რომლებიც SaloneSatellite-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემულ წიგნში “Salone Satellite - 20 Years Of New Creativity” მოხვდა.